მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსული აგრესიის შედეგად უკრაინაში 538 ბავშვი დაიღუპა

3 აპრილის მდგომარეობით, რუსული აგრესიის შედეგად უკრაინაში 538 ბავშვი დაიღუპა, 1 280 -ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაშავდა დონეცკის, ხარკოვისა და კიევის ოლქებში:

დონეცკის რეგიონში – 524
ხარკოვის ოლქში – 344
კიევის ოლქში – 149
ჩერნიგოვის ოლქში – 72
ლუგანსკის ოლქში – 67
ნიკოლაევის ოლქში – 103
ხერსონის ოლქში – 149
ზაპოროჟიეს ოლქში – 100
დნეპროპეტროვსკის ოლქში -130.

აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან, როგორც უკრაინის პროკურატურა ამბობს, აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა რთულია.

მსგავსი პოსტები

Back to top button