მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსული ავიაკომპანია Azimuth ივლისიდან ქუთაისის მიმართულებითაც იფრენს

Azimuth Airlines-მა საქართველოში ფრენები 2023 წლიდან დაიწყო მას შემდეგ რაც პუტინმა შეზღუდვა მოხსნა

რუსული ავიაკომპანია Azimuth ივლისიდან მოსკოვიადან ქუთაისის მიმართულებითაც იფრენს. ინფორმაცია აზიმუტის ტელეგრამ არხზე გამოქვეყნდა.

რეისები კვირაში ორჯერ შესრულდება.
„Azimut Airlines ავითარებს საერთაშორისო მარშრუტების ქსელს და აცხადებს ავიაბილეთების გაყიდვის გახსნას ახალ მარშრუტზე – მოსკოვი – ქუთაისი – მოსკოვი. ზაფხულის სანავიგაციო პერიოდში ფრენა 2024 წლის 2 ივლისიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით სამშაბათს და პარასკევს შესრულდება. ”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
კომპანიაში განმარტავენ, რომ ფრენა მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტიდან დილის 07:10 საათზეა დაგეგმილი, ბორტი ქუთაისში 11:45 საათზე დაეშვება, ხოლო ქუთაისიდან გამგზავრება 12:45 საათზეა დაგეგმილი.

აზიმუტმა საქართველოში ფრენები 2023 წლის 17 მაისიდან დაიწყო – თავდაპირველად, კომპანიას ვებგვერდზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ჰქონდა მითითებული. აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანია აზიმუტი უკრაინის ხელისუფლების მიერ არის სანქცირებული.

სანქცირებულთა სიაში არის კომპანიის სამივე დამფუძნებელიც – ვიტალი ვანცევი, პაველ უდოდი და პაველ ეკჟანოვი. კომპანიის ხელმძღვანელობა ოფიციალური კიევის ე.წ. შავ სიაში ჯერ კიდევ გასული წლის 19 ოქტომბერს მოხვდა, იგივე პერიოდში განხორციელდა კომპანია Азимут-ის დასანქცირებაც.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა – გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევიდა. პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვებიც მოუხსნა.

ქართული ოცნება მანიპულირებს, თითქოს რუსეთისგან სავიზო რეჟიმის გაუქმება და ფრენების აღდგენა ისევ ქართველებისთვის არის დადებითი გადაწყვეტილება, რადგან ეს რუსეთში მყოფებს ცხოვრებას გაუადვილებს

სოხუმიდან თვითმფრინავები რეისებს რუსეთის 7 ქალაქში შეასრულებენ

მსგავსი პოსტები

Back to top button