მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები
რუსული ჯარი კიევშია
უკრაინის ოფიციალური პირები სოციალურ ქსელში წერენ, რომ რუსული ძალები კიევში იმყოფებიან.
უკრაინის თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, მოიმარაგონ მოლოტოვის კოქტეილები თავდაცვის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში გამოყენებისთვის.
“მშვიდობიანო მოქალაქეებო – ფრთხილად, არ გახვიდეთ სახლებიდან !”- აცხადებენ უწყებაში.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მტერი ობოლონის რაიონში იმყოფება.
სამხედროებმა განაცხადეს, რომ პარასკევს დილით, მდინარეზე გამავალი ხიდი განადგურდა ივანკოვის რაიონში, კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 60 კილომეტრში. უკრაინელები ამ გზას რუსული ტანკების შესაჩერებლად მიმართავენ.