მნიშვნელოვანისაქართველო

“შმაქსის” მძღოლები პატრულის მიერ გამოწერილი 200-ლარიანი ჯარიმების გაუქმებას ითხოვენ

“შმაქსის” მძღოლები ვარკეთილში მდებარე შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან აქციას მართავენ.

ისინი 200- ლარიანი ჯარიმების გაუქმებას ითხოვენ, რომელიც მათივე თქმით, 80-მდე “შმაქსის” მძღოლს ისე დაეკისრათ, რომ ინფორმირებულნი არ ყოფილან, თუ „შმაქსის“ მძღოლობა ჯარიმდებოდა.

როგორც „შმაქსის“ მძღოლები აცხადებენ, მათ მიმართეს შინაგან საქმეთა სამინისტროს 200- ლარიანი ჯარიმების გაუქმებასთან დაკავშირებით, თუმცა უარი მიიღეს.

ამასთან, „გირჩის“ ლიდერი ზურა ჯაფარიძე ითხოვს, რომ „შმაქსს“ იანვრის ბოლომდე მიეცეს ვადა ტრაფარეტების შესაცვლელად, რომელთა გამოც მძღოლები დაჯარიმდნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button