რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეზე ავიაიერიში მიიტანეს
რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალებმა დღეს დილით ავიაიერიში მიიტანეს უკარიანის ქალაქ ზაპოროჟიეზე.
ინფორმაციას „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე ავრცელებს ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, ალექსანდრე სტარუხი.
“წინასწარი ინფორმაციით, მტერმა ოთხი S-300 რაკეტით დაარტყა რეგიონულ ცენტრსა და გარეუბნებს. თავდასხმის შედეგად განადგურდა სამრეწველო ინფრასტრუქტურა”, – განაცხადა რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა.მისი თქმით, დაბომბვის შედეგად მსხვერპლი არ ყოფილა.
ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდა, დაიცვან უსაფრთხოების წესები: ყურადღება მიაქციონ საჰაერო განგაშის სიგნალს და დარჩნენ თავშესაფრებში.
“მტერი თავს დაესხა ზაპოროჟიეს ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრს და მის შემოგარენს. ინფორმაცია მსხვერპლისა და ნგრევის მასშტაბის შესახებ დასტურდება”, – აღნიშნა სტარუხმა.
„ფრონტზე დანაკარგები აქვს ამიტომ ერთადერთი, რითიც შეუძლიათ გვიპასუხონ, ეს არის სამოქალაქო ობიექტების განადგურება”, – წერს სტარუხი და დასძენს, რომ „მტერი განწირულია”.