სააგენტო კიევინიუსი წამების ახალ კადრებს ავრცელებს
სავარაუდოდ უკრაინულმა საგენტო “კიევინიუსმა”, როგორც ვებგვერდი იუწყება საქართველოში გადაღებული ადამიანების წამების ამსახველი 10 წუთიანი,ახალი ვიდეოჩანაწერები გაავრცელა.
როგორც ვებ-გვერდი მიუთითებს, ვიდეომასალა საქართელოში, სამეგრელოში გადაღებულია და ასახავს თუ “როგორ აწამებენ რეფორმატორები ადამიანებს ჩვენების მიღების მიზნით”.
გამოქვეყნებულ ვიდეოში ასახულია მამაკაცზე სექსუალური ძალადობის ფაქტები.
ვიდეო სრულდება ძმები ახალაიების, მიხეილ სააკაშვილის, გივი თარგამაძის, ზურაბ ადეიშვილისა და ვანო მერაბიშვილის ფოტოსურათებით, წარწერით,
“სამართალდამცავი ორგანოების რეფორმების შედეგი”.
ვებ-გვერდი არ მიუთითებს, წყაროს რომელმაც მასალა მიაწოდა.
“დღის თემა – წამების ვიდეო რაზე დუმს სააკაშვილი? ახალი წამების ვიდეო ცრუ ჩვენების იძულების მიზნით.
როგორც ცნობილია, მიხეილ სააკაშვილი “ბრწყინვალე” რეფორმების გატარებითაა განთქმული, რომლებმაც დანაშაულის გახსნის ასპროცენტიანი შედეგი მოიტანა. და მნიშვნელობა არ აქვს, დანაშაულებები სინამდვილეში გაიხსნა თუ ეს მხოლოდ სადისტის ბოდვაა. აქ მთავარია გულწრფელი აღიარება, რომელსაც ნებისმიერი ეჭვმიტანილი სიამოვნებით იძლეოდა. მაგალითად, ამასწინათ გავრცელებულ წამების ვიდეოში ჩანს, რომ სექსუალური ძალადობის და სასტიკი წამების გადატანის შემდეგ, ეჭვმიტანილი განსაკუთრებულად მძიმე დანაშაულის ჩადენას თავად აღიარებს.
რა საჭიროა საქმის გამოძიება, ვის რაში სჭირდება პროცესუალური გაჭიანურება? ბოროტმოქმედების ასეთი გამოაშკარავება შერლოკ ჰოლმსმაც კი არ იცოდა. ეტყობა, ამგვარი დანაშაულებების წარმატებით გახსნის მაღალპროცენტიანი მაჩვენებელი, სამართალდამცველი ორგანოების მიერ ჩატარებული განსაკუთრებულად ეფექტური რეფორმებითაა განპირობებული, რომლებიც ჯერ საქართველოში მოიწონეს, ახლა კი სააკაშვილის რეფორმატორთა რაზმის მიერ უკრაინაში ინერგება.
ირონია იქით იყოს! გთავაზობთ წამების ახალ ვიდეოს. სუსტი ნერვების მქონეს ვთხოვთ რგოლის ყურებისგან თავი შეიკავონ. 18+”- წერია ვებგვერდზე.