“სტუდიაში ზიან მკვლელები და ისინი გვიკითხავენ მორალს”
ნიკა გვარამიას განცხადებას მართველი გუნდის წევრები ეხმაურებიან. ისინი “რუსთავი2”-ის გენერალურ დირექტორს სასამართლოზე ძალადობაში ადანაშაულებენ.
“წეღან გადავახვიე და რაც მოვისმინე არის პირდაპირი ზეწოლა, არ მჯერა ამ ფაქტის, არ მჯერა, მაქვს ამის საფუძველი,მთელი მისი მოღვაწეობა ჩემთვის არის იმის საბაბი, რომ არ დავუჯერო არცერთი სიტყვა.აბსოლუტური შოუ იყო, სტუდიაში ზიან მკვლელები და ისინი გვიკითხავენ მორალს, მე საერთოდ ვერ ვხედავ მეორე მხარეს”- ამის შესახებ ზვიად კვაჭანტირაძემ, პარლამენტის საგარეო ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ განაცხადა.
“თუ ვინმე არის რეალური პერსონაჟი, რომელმაც რაიმე ტიპის დანაშაული განახხორციელა, გამოძიება დაწყებულია. მე ვფიქრობ არ შეიძლება არანაირი ფორმის გამოყენება სასამართლოზე ზეწოლის” – განაცხადა ეკა ბესელიამ.
“სად არიან რუსთავი2-ის მფლობელები და რატომ არის ნიკა გვარამია წინა პლანზე წამოწეული – კითხულობს გიორგი ვოლსკი. წინასწარ ისეთი ტრაგიკული ფორმით აჟიოტაჟის ატეხვა და მოწოდება ხალხისადმი, როცა სასამართლო არ ყოფილა, ესეც ქმნის წინაპირობას დაძაბულობის, დღესვე ჩვენება უნდა მისცეს რომელმა იდიოტმა დაურეკა და დამატებითი ნავთი დაასხა ცეცხლს, ან იქნებ იტყუება?”
ნიკა გვარამიამ, დღეს 21 ოქტომბერს დიპლომატიურ კორპუსთან, პოლიტიკურ პარტიებთან და არასამთავრობო სექტორთან ერთად,ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის ეთერში მასზე მუქარაზე და შანტაჟზე ისაუბრა და საზოგადოებას მოუწოდა საქართველოში დემოკრატიის დაცვისკენ.