მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

სააღდგომო ზავი უკრაინას პუტინისგან

ვლადიმერ პუტინმა სააღდგომო ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა,- „ვბრძანებ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში შეწყდეს ყველა სამხედრო მოქმედება“ – თქვა პუტინმა გენერალური შტაბის უფროს ვალერი გერასიმოვთან შეხვედრაზე. თუმცა, მისივე თქმით, რუსული ჯარები “მზად უნდა იყვნენ კიევის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესაძლო დარღვევებისთვის” – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კრემლზე დაყრდნობით ავრცელებს.

„კრემლში შეხვედრისას უმაღლესმა მთავარსარდალმა საბრძოლო საკონტაქტო ხაზზე არსებული ვითარების შესახებ რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვის მოხსენება მოისმინა და განაცხადა, რომ რუსული მხარე აჩერებს ყველა საომარ მოქმედებას 19 აპრილის 18 საათიდან [მოსკოვის დროით], 21 აპრილის 00:00 საათამდე [მოსკოვის დროით]“, – ნათქვამია კრემლის განცხადებაში.

ამასთან, ვლადიმერ პუტინმა უკრაინას მოუწოდა, რომ სააღდგომო ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით რუსეთის მაგალითს მიჰყვეს.

„სააღდგომო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეაქცია გვაჩვენებს, თუ რამდენად გულწრფელია კიევის უნარი და სურვილი, სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობა მიიღოს“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა გერასიმოვთან შეხვედრაზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button