მნიშვნელოვანისიახლეები

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი პარლამენტთან მივიდა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტთან მივიდა, სადაც სტუდენტებისა და აქციების დროს დაკავებულთა მშობლების მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს.

ის აქციების პერიოდში დაკავებულების ოჯახის წევრებს შეხვდა.

“თქვენი შვილები, რომლებიც პატიმრები არიან, ჩვენზე უფრო თავისუფლები არიან და დარწმუნებული ვარ, მალე ჩვენთან ერთად იქნებიან” – მიმართა ზურაბიშვილმა დაკავებულთა მშობლებს.

ასევე, ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებს თუ არა აქციაზე შეკრებილებს მიმართოს, ზურაბიშვილმა თქვა, რომ არაფერი აქვს სათქმელი გარდა იმისა, რომ უნდა იდგეს მოქალაქეების გვერდით.

“არაფერი მაქვს სათქმელი, გარდა იმისა, რომ ვდგავარ ამ ადამიანებთან, სადაც უნდა ვიდგეთ ყველა. ეს ადამიანები არიან ჩვენი წინა ფრონტი თავისუფლებისთვის ბრძოლაში. ეს ადამიანები არიან ძლიერები და იქნებიან კიდევ უფრო ძლიერები, თუ ჩვენ მათთან ერთად ვიქნებით. ისინი [დაკავებულები] არიან ზე თავისუფლები”,- განაცხადა ზურაბიშვილმა.
ეს საფრთხე ჯერ არ არის, მაგრამ ასე თუ გააგრძელებენ, მოვა ეს საფრთხეც და ეს იქნება მათი და მხოლოდ პასუხისმგებლობა, არავისი სხვისი, არც ევროპელების, არც საზოგადოების , ეს იქნება ~ამ რუსული ხელისუფლების ბრალი – ასე გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საფრთხეს.

მეხუთე პრეზიდენტი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდა და რეჟიმის პატიმრების მშობლებს სოლიდარობა გამოუცხადა. ზურაბიშვილი რუსთაველზე შვილთან და შვილიშვილთან ერთად მივიდა. ის გეგმავს, რომ მოქალაქეებთან ერთად, ქაშვეთში შეხვდეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.

მეხუთე პრეზიდენტმა რეჟიმის ტყვეებს მიმართა და მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა:

“პირველ რიგში, მე მათ მადლობას ვეტყვი გამძლეობისთვის , მათი ქართველობისთვის. ვეტყვი იმასაც, რომ სადაც არ უნდა იყვნენ, დღეს, საქართველოს ყველა ეკლესიაში, მათზე ლოცულობს საქართველო იმიტომ, რომ ისინი არიან ჩვენი ღირსება, ჩვენი იმედი და ჩვენი ხვალინდელი თავისუფლება…

აღდგომის საღამო არის პირველ რიგში, ძალიან დიდი იმედის, ზეიმი თავისუფალი ადამიანის და ის ადამიანები რომლებიც აქ არიან, მოვლენ და რომლებიც ლოცულობენ ეკლესიებში, არიან თავისუფალი ადამიანები. ისინი, ვინც დღეს არიან ციხეში ამ რუსული რეჟიმის გამო, არიან ჩვენზე უფრო თავისუფალი ადამიანები.” აღნიშნა ზურაბიშვილმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button