სააკაშვილი და ავაქოვი ვიდეო-პაროდიის გმირები გახდნენ [Video]

სოციალურ ქსელებში ვიდეო-პაროდია გამოქვეყნდა, სადაც უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრ არსენ ავაქოვისა და ოდესის ოლქის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილის ჩხუბს დასცინიან.

მთავარი მოქმედი გმირების გარდა, ვიდეოში წარმოდგენილნი არიან: უკრაინის პრეზიდენტი პეტრე პოროშენკო, პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენიუკი, კიევის მერი ვიტალი კლიჩკო და სახალხო დეპუტატი ანტონ გერაშჩენკო.

ვიდეოში ყველა გმირი პოპულარული კომპიუტერული თამაშის – Mortal Kombat-ის პერსონაჟების სახითაა წარმოდგენილი.

“ეს ანტიუკრაინული აქცია იყო. მისი ყველა ორგანიზატორი მოსკოვის აგენტია. გაუმარჯოს უკრაინას!” – ამბობს რგოლის დასასრულს პოროშენკოს პერსონაჟი.

მსგავსი პოსტები

Back to top button