მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

სააკაშვილი სასულიერო პირების უკანონო მოსმენებს ეხმაურება

.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ მორიგ ფარულ ჩანაწერებს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება. სააკაშვილის აზრით, ეკლესიისა და პატრიარქის დისკრედიტირება ივანიშვილის ინტერესებშია.

“ამ ყველაფერს ერთი პასუხისმგებელი, ერთი დამვალებელი და ერთი გამკეთებელი ჰყავს, ეს არის – ივანიშვილი. ივანიშვილის ამოცანა არის, განადგურება ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის. მან, პრაქტიკულად, გაანადგურა პარლამენტი ქუთაისში და იქიდან გადმოიტანა, მთლიანად მოსპო ადგილობრივი თვითმმართველობა, ის შეეცადა ქართული მედიის განადგურებას, არ გამოუვიდა ჯერჯერობით, და მას ყოველთვის ძალიან აღიზიანებდა, მე ვარ ამის მოწმე, ქართული ეკლესია და ყოველთვის პატრიარქის პირადი მტერი იყო, მე ვარ ამის მოწმე, არაერთხელ.

ზუსტად ვიცი, რაზე ვსაუბრობ და აქედან წარმოდგა ის უამრავი პროვოკაცია, სიბინძურე, ჭორების გავრცელება, სისხლის სამართლის საქმეები და ახლა კომპრომატის შეგროვება პირად ცხოვრებაზე და ათასგვარი უბედურება”, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button