სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე გადავიდა

ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი პოლონეთიდან გადავიდა უკრაინის ტერიტორიაზე მას შემდეგ, რაც მისმა ასობით მომხრემ უპრობლემოდ გაარღვია სამხედროების კორდონი შეგინის გამშვებ პუნქტზე.

27 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ჩამოართვა უკრაინის მოქალაქეობა ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელს, ხოლო 5 სექტემბერს უკრაინის იუსტიციის სამინისტრომ მესამედ მიიღო თხოვნა საქართველოს მთავარი პროკურატურისაგან, სააკაშვილის დაპატიმრებისა და საქართველოში მისი ექსტრადიციის თაობაზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button