მნიშვნელოვანირეგიონი

წინანდალში კლასიკური მუსიკის მე-5-ე საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

წინანდალში კლასიკური მუსიკის მე-5- ე საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა.

ჭავჭავაძეების მამულში პირველი კონცერტი, თანამედროვეობის ერთ- ერთმა გამოჩენილმა დირიჟორმა , ჯანანდრეა ნოზედამ ჩაატარა.

ნოზედა, ამავდროულად, წინანდლის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მუსიკალური დირექტორია.

პიანისტმა იეფიმ ბრონფმანმა და პან-კავკასიურმა ახალგაზრდულმა ორკესტრმა, რობერტ შუმანის და პეტრე ჩაიკოვსკის ნაწარმოები შეასრულეს.

10 სექტემბრის ჩათვლით, წინანდლის ისტორიულ მამულში, კონცერტებს მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები და კლასიკური მუსიკის ვარსკვლავები ჩაატარებენ.

11 დღის განმავლობაში წინანდალში , სულ 25 კონცერტი გაიმართება.

წინანდლის კლსსიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი 2018 წელს დაარსდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button