რუსეთის აგრესიას უკრაინაში 467 ბავშვი ემსხვერპლა

უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 467 ბავშვი დაიღუპა, 944 კი დაშავდა. ამასთან, გენპროკურატურა აღნიშნავს, რომ ყველაზე მეტად ბავშვები დონეცკის ოლქში დაშავდნენ.
დონეცკი – 448
ხარკივი – 275
კიევი – 127
ხერსონი – 94
ზაპოროჟიე – 88
მიკოლაივი – 85
ჩერნიჰივი – 68
ლუჰანსკი – 66
დნეპროპეტროვსკი – 66
ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების დაბომბვის შედეგად 3126 სასწავლო დაწესებულება დაზიანდა, 337 კი მთლიანად განადგურდა.
„2023 წლის 8 აპრილის დილის მდგომარეობით, უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის შედეგად 1413-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა და დაშავდა. კერძოდ, დაიღუპა 467 ბავშვი, ხოლო 946-ზე მეტი დაშავდა“, – აცხადებენ გენერალურ პროკურატურაში.
მათივე განმარტებით, ეს მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან შესაბამისი სამუშაოები ჯერ კიდევ გრძელდება. საომარი მოქმედებების ადგილებში, დროებით ოკუპირებულ და გათავისუფლებულ ტერიტორიებზე.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.