სააკაშვილმა ბოკერია-უგულავას გუნდი მკვდარ უჯრედებს შეადარა

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა “ნაციონალური მოძრაობიდან“ ბოკერია-უგულავას ჯგუფის გასვლა დადებითად შეაფასა.

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან ინტერვიუში მან თქვა, რომ ეს ჯგუფი, რომელიც ძირითადად ყოფილი მაღალჩინოსნებისგან შედგება, ვერ განახლდა და ვერ მოერგო ოპოზიციურ მოღვაწეობას.

სააკაშვილის თქმით, ბოლო დროს “ნაციონალურ მოძრაობაში” ბიუროკრატიზაციის და დაჭაობების ნიშნები შეიმჩნეოდა, რაც მან პოლიტიკური რეპრესიებით და მისი ქვეყანაში არყოფნით ახსნა.

მისივე განცხადებით, ასეთი პროცესი „ნაციონალურ მოძრაობის“ ისტორიაში პირველი არ არის.

“ნაციონალური მოძრაობა“ რატომ დავარქვი თავის დროზე?! იმიტომ, რომ სულ წინ მიდიხარ, ხდება განვითარება. განვითარების პროცესში რაღაც უჯრედები კვდებიან, რაღაც ახალი უჯრედები იბადებიან. ეს არის განახლების პროცესი“, – თქვა სააკაშვილმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button