სესხების ლარიზაცია დაიწყო [Audio]
დღეიდან სესხების ლარიზაცია დაიწყო. პროექტის ფარგლებში, ყველა იმ პირს, რომელსაც 2015 წლამდე ქონებით უზრუნველყოფილი სესხი დოლარში აქვს აღებული, შესაძლებლობა ექნება, მიმდინარე კურსთან შედარებით, 20 თეთრით ნაკლებ ლარში გადაიყვანოს.
საბანკო სექტორის ინფორმაციით, საპროცენტო განაკვეთის მერყეობა 10 პროცენტის ფარგლებში იქნება.
არსებობს შეზღუდვებიც, 20- თეთრიანი სხვაობა მხოლოდ 40 ათას დოლარამდე სესხებს შეეხება. გალარება პორტირებულ სესხებსაც მოიცავს. პროცესი 17 მარტამდე გაგრძელდება.
მთავრობისა და ეროვნული ბანკის მიერ ერთობლივად შემუშავებული პროგრამის დეტალებს ეროვნულ ბანკში კიდევ ერთხელ განმარტავენ.
მოუსმიენთ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტის არჩილ მესტვირიშვილის ხმას ►
ლარიზაციის პროგრამას სკეპტიკურად უყურებენ ეკონომიკური ექსპერტები. ანალიტიკოსების ნაწილი სესხის გალარების შემდეგ საპროცენტო განაკვეთის ზრდასაც არ გამორიცხავს. ანალიტიკოსთა განცხადებით, მთავრობის მიერ წარმოდგენილი გეგმა მოკლევადიან პერიოდში არაეფექტურია. მათივე თქმით, ლარის კურსის დასატაბილურებისთვის და ეკონომიკური პრობლემების მოსაგვარებლად, საჭიროა ადეკვატური ნაბიჯები.
პაატა შეშელიძის და გიორგი კეპულაძის ხმა ►