სააკაშვილმა ოდესის ოლქში ლენინის, ჩაპაევისა და გორკის ძეგლების დემონტაჟის ბრძანება გასცა

ოდესის გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა კომუნისტური და ტოტალიტარული რეჟიმების მემკვიდრეობის სიმბოლოების განადგურების ბრძანება გასცა. ბრძანებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტი დაგეგმილ სამუშაოებს პირადად გააკონტროლებს.

დემონტაჟისთვის გამზადებულ კანდიდატთა სიაში ლენინის, შჩორსის, კოტოვსკის, ძერჟინსკის, ფრუნზეს, გორკის, ჩაპაევის, მარქსის, დიმიტროვის, კალინინისა და ვოიკოვის 40 ქანდაკებაა.

აგრეთვე, საძმო სასაფლაოებზე ათეულობით სოციალისტური მოძრაობის სიმბოლოები – ნამგალი და ურო უნდა განადგურდეს.

РИА Новости გვაცნობებს, რომ სააკაშვილმა უკრაინის დეკომუნიზაციის კანონის ფარგლებში სამუშაო ჯგუფი შექმნა. როგორც ოდესის გუბერნატორმა განაცხადა, უკრაინის დეკომუნიზაცია მრავალრიცხოვან რეფორმებთან ერთად უნდა ჩატარდეს, რადგან:

“თუ მართვის კორუმპირებული სისტემა მთლიანად არ შეიცვლება, მხოლოდ ჩამოგდებული ძეგლებით ხალხს ვერ გააბედნიერებ”, – დასძინა სააკაშვილმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button