მნიშვნელოვანიპოლიტიკასიახლეები

სააკაშვილმა საქართველოში დაბრუნების გეგმა დააანონსა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ხვალ გააკეთებს მიმართვას, თუ როგორ აპირებს საქართველოში დაბრუნებას.

ხვალ გავაკეთებ მიმართვას ჩემი დაბრუნების გეგმასთან დაკავშირებით, – დაწერა სააკაშვილმა Facebook-ის პირად გვერდზე.

27 აგვისტოს მიხეილ საააკაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ის მოსახლეობას ბოდიშს უხდის და ამბობს, რომ ქვეყანაში ბრუნდება.

სააკაშვილის ვიდეომიმართვის პასუხად, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ თუკი სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, მას საზღვარზევე დააკავებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button