საახალწლო ღონისძიებები თელავში აღარ გაიმართება
საახალწლო ღონისძიებები თელავში აღარ გაიმართება. ამის მიზეზი თელავში პოლიციელების დაღუპვა გახდა.
30 წლის პატრულ-ინსპექტორი მაია ჯავახიშვილი გურჯაანის ექსპერტიზის ბიუროში გვიან ღამით გადაასვენეს, რომელიც თელავის საავადმყოფოში მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა.
თავდამსხმელის პირველი მსხვერპლი ასევე პოლიციელი 49 წლის კაპიტანი გელა ლამაზოშვილი იყო, რომელიც თანამშრომლის დახმარებას ცდილობდა.
დაკავებულია 19 წლის ადგილობრივი ახალგაზრდა, რომელმაც სამართალდამცველებს ცეცხლი სანადირო თოფით პოლიციის ეზოში გაუხსნა. მოტივი კვლავ უცნობი რჩება.