მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსებმა მძინარე ქალაქ მიკოლაევს კალიბრის ტიპის რაკეტები დაუშინეს

მიკოლაევში ოკუპანტების თავდასხმას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 23 კი დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მიკოლაევში საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „ეს-300“-დან გაშვებული „კალიბრის“ ტიპის ოთხი რაკეტა ადგილობრივი დროით ღამის პირველი საათისთვის ჩამოვარდა.

როგორც ნატალია გუმინიუკმა აღნიშნა, ერთი რაკეტა მაღალსართულიან შენობას მოხვდა, მეორემ კი კერძო სახლი გაანადგურა.
რუსებმა მძინარე ქალაქს კალიბრის ტიპის რაკეტები დაუშინეს. როგორც ოპერატიული სარდლობის პრესსპიკერმა აღნიშნა, სამაშველო ღონისძიებები ამ დრომდე მიმდინარეობს. რაც შეეხება თავდასხმის შედეგად გაჩენილ ხანძარს, ის ლიკვიდირებულია. რაკეტები მაღალსართულიან საცხოვრებელ სახლს მოხვდა.

გავრცელებული ინფორმაციით, 4 რაკეტა შავი ზღვის აკვატორიიდან ისროლეს.
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისს დოკუმენტურად დადასტურებული აქვს, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 24 აპრილამდე დაიღუპა 8 572 და დაიჭრა 14 441 სამოქალაქო პირი.
უმაღლესი კომისრის ოფისის განცხადებით, რეალურად მსხვერპლი გაცილებით დიდია, რადგან ოკუპირებული და ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების რაიონებიდან ვერ ხერხდება ინფორმაციის დროულად მიღება და გადამოწმება.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელეს 7 სარაკეტო და 39 საავიაციო დარტყმა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით, 61-ჯერ დაცხრილეს თავდაცვის ძალების პოზიციები და დასახლებული პუნქტები.

უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, რუსეთს ძირითადი ძალისხმევა ისევ კონცენტრირებული აქვს შეტევებზე აღმოსავლეთში – ბახმუტის, ავდეევკის და მარინკის მიმართულებებით, სადაც გასულ 24 საათში მოგერიებულია 54 შეტევა. გენერალური შტაბის ინფორმაციით, ყველაზე მძიმე ბრძოლა მიმდინარეობს ბახმუტსა და მარინკაში.

ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის(ISW) მონაცემებით, 26 აპრილს რუსეთის ჯარებმა წინ წაიწიეს ბახმუტის დასავლეთ ნაწილში მდებარე ერთ-ერთ ქუჩაზე, რომელსაც რამდენიმე კვარტალი აშორებს ქალაქთან მდებარე დაბა ხრომოვოსკენ მიმავალი გზისგან. ხრომოვოზე გადის ბახმუტის დამცველი უკრაინელი სამხედროების მომარაგების მარშრუტი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში უკრაინის ავიაციამ 11 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის რაიონებზე, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს საჰაერო თავდაცვის 2 საშუალება და კიდევ 2 მნიშვნელოვანი სამხედრო ობიექტი. გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა ჩამოაგდეს 6 უპილოტო საფრენი აპარატიც.

მსგავსი პოსტები

Back to top button