საქართველოსიახლეები

საახალწლო ზეიმი პიროტექნიკის აფეთქებამ ჩაშალა

საბავშვო ბაღში, პიროტექნიკის აფეთქების შედეგად, ერთ-ერთი აღსაზრდელი დაშავდა. 5 წლის ბიჭმა მარჯვენა ფეხის ბარძაყისა და წვივის დამწვრობა მიიღო.

შემთხვევა 26 დეკემბერს, კრწანისის რაიონის ფონიჭალის დასახლებაში მდებარე 71-ე ბაგა-ბაღში მოხდა, სადაც საახალწლო ზეიმზე სხვადასხვა სახის პიროტექნიკა ააფეთქეს. შენობაში მყოფ აღსაზრდელებს შეეშინდათ, რის გამოც ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღეს. ამასთან, ჩაიმსხვრა ფანჯრის მინები. შემთხვევის ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა, რასაც დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა.

პაციენტს, რომელიც აფეთქების შედეგად დაშავდა, იმავე დღეს, დამწვრობის ცენტრში ამბულატორიული მკურნალობა ჩაუტარდა და ამჟამად, სახლში განაგრძობს მკურნალობას.

შს სამინისტრომ თბილისის 71-ე საბავშვო ბაღში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლითაა დაწყებული, რაც გაუფრთილებლობით, ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button