კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, თელავის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე ივანე ზანდარაშვილი, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში,თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის ზურაბ საჩიშვილის მკვლელობაშია ბრალდებული, დაკავებულია.

ზურაბ საჩიშვილი

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო.

მკვლელობა, 25 დეკემბრის ღამეს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.

თვითმხილველთა განცხადებით, კამათი ზურაბ საჩიშვილსა და ივანე ზანდარაშვილს შორის, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსის ლევან ბერძენიშვილის ოჯახში, სუფრასთან დაიწყო.

კონფლიქტი ქუჩაში გაგრძელდა და სოფელ იყალთოს ცენტრში, მკვლელობით დასრულდა.

ხელში დაიჭრა თავად მასპინძელი, ლევან ბერძენაშვილიც.

საქმეს მკვლელობის ფაქტზე, კახეთის საოლქო პროკურატურა იძიებს.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, თანამდებობა დატოვეს თელავის და კახეთის პოლიციის უფროსებმა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე უარყოფს ინფორმაციას.

მსგავსი პოსტები

Back to top button