სპორტი

საბა ლობჟანიძე შესაძლოა „ფენერბახჩეში“ გადავიდეს

„ანკარაგუჯუს“ ქართველი ფეხბურთელი საბა ლობჟანიძე თურქეთის სუპერლიგაში მაღალი დონის თამაშს აჩვენებს, რაც სპეციალისტების ყურადღებას იპყრობს.

თურქი სპორტული ჟურნალისტი, „საბაჰის“ მიმომხილველი ომერ ურუნდული ქართველი თავდამსხმელის დადებით თვისებებზე საუბრობს და კრიზისში მყოფ „ფენერბახჩეს“ ურჩევს,ორივე ფლანგზე მებრძოლი ლობჟანიძე შეიძინოს, რომელიც შეტევის ხაზს გაუძლიერებს და კლუბს ჩემპიონობის შანსს გაუზრდის.

ლობჟანიძეს „ანკარაგუჯუსთან“ ერთწლიანი კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება და თავისუფალი აგენტის რაგში მისი საფასური სატრანსფერო ბაზარზე არცთუ ისე ძვირი იქნება.

მიმდინარე სეზონზე ქართველი ფორვარდის ანგარიშზე 26 მატჩში გატანილი 2 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი პოსტები

Back to top button