მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

სიღნაღში საცხოვრებელი სახლი აფეთქდა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში, ქშუტაშვილების კუთვნილი საცხოვრებელი სახლი აფეთქდა.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად, დაშავებულია ხანდაზმული ქალი.

დაშავებული ამ წუთებში სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადას წნორის საავადმყოფოში გადაჰყავს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაცით, შემთხვევის სავარაუდო მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.

აფეთქების შედეგად, საცხოვრებელი სახლის ერთი ნაწილი დანგრეულია. ადგილზე სამართალდამცავები და ექსპერტები იმყოფებიან

მსგავსი პოსტები

Back to top button