მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ოპოზიციური პარტიების ლიდერები საქმეების განახლებას ელოდებიან

ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა სასამართლოში საქმეების განახლების მოლოდინში არიან. პარტია “გამარჯვებული საქართველოს” თავმჯდომარე ამბობს, რომ ოპოზიციური პარტიების ლიდერების მიმართ პოლიტიკური მართლმსაჯულება ხორციელდება.

“არანაირი მნიშვნელობა ჩემთვის ამას არ აქვს. შარშანდელი ტენდენციიდან გამომდინარე ყველამ კარგად იცის, რომ ეს არის პოლიტიკური საქმე. პოლიტიკური მართლმსაჯულება ხორციელდება ივანიშვილის უშუალო გადაწყვეტილებით. აქედან, ვერც “ქართული ოცნება” ვერ მიიღებს ვერაფერ კარგს და ვერც მათი ხელისუფლება. თუ დროზე გააკეთებენ დასკვნებს, რომ ამ სისულელეებს მოეშვან, ძალიან კარგი მათთვის. რა თქმა უნდა, ჩვენც გარკვეული მოქმედებები გვექნება ამის საწინააღმდეგო, ესე წყნარად არ ჩავატარებინოთ მათ ეს უკანონობა”,- აცხადებს ირაკლი ოქრუაშვილი.

საქმის განახლებას ელოდება გიგი უგულავაც.

“არ ვიცი, შეიძლება განახლდეს, შეიძლება არა. ყველაფერია მოსალოდნელი. უყურეთ როგორ არის, უმრავლესობა ფლობს სამართალს, ანუ ყველაფერს აკონტროლებს, უმცირესობა ფლობს სამართლიანობას. სანამ ამ ქვეყანაში სამართალი და სამართლიანობა ერთმანეთს არ დაემთხევევა, ყოველთვის აცდენა იქნება”,- აცხადებს “ევროპული საქართველო- მოძრაობა თავისუფლებისთვის” გენერალური მდივანი, გიგი უგულავა.

შეგახსენებთ, დღეს სასამართლო ენმ-ს თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრებაზე იმსჯელებს.

დღესვეა ჩანიშნული “მთვარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმეც, სადაც ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვა იგეგმება.

მსგავსი პოსტები

Back to top button