საბერძნეთის დედაქალაქის ცენტრში ბომბი ააფეთქეს [Video]

24 ნოემბრის დილით, ათენის ცენტრში, საოფისე შენობასთან ბომბი აფეთქდა, – გადმოსცემს Reuters.
აფეთქების შედეგად, ბიზნეს-ცენტრის შენობის მინები ჩაიმსხვრა, ინფორმაცია დაზარალებულთა შესახებ არ გავრცელებულა.
წინასწარი მონაცემებით, ამოქმედდა თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც შენობის წინ ჩანთაში იყო მოთავსებული.
შეგახსენებთ, რომ ერთი დღის წინ – 23 ნოემბერს, საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, შენობაში, რომელსაც მუსულმანები სამლოცველოდ იყენებენ, ბომბი იპოვეს, – იუწყება ათენის ახალი ამბების სააგენტო.
ინციდენტი ქალაქ ირაკლიონში მოხდა. უცნობმა პირებმა, შენობის შესასვლელთან, 4 გაზის ბალონისა და ასაფეთქებელი პაკეტებისგან დამზადებული თვითნაკეთი მოწყობილობა დაამონტაჟეს. საბედნიეროდ, ბომბი არ ამოქმედდა.
აღსანიშნავია, რომ საბერძნეთში მეჩეთები არაა, თუმცა დაუზუსტებელი მონაცემებით, იქ სამასამდე არალეგალური სამლოცველო ფუნქციონირებს