მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველოსიახლეები

საბერძნეთის პოლიციამ საქართველოს მოქალაქე დააკავა

საბერძნეთის ქალაქ თესალონიკის პოლიციამ და ემიგრაციის მართვის დეპარტამენტმა, მიგრანტების არალეგალურად გადაყვანის ბრალდებით, საქართველოს 36 წლის მოქალაქე დააკავეს. – ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ბრალდებულს, რომელსაც მართვის მოწმობა არ აღმოაჩნდა და „სახიფათოდ მაღალი სიჩქარით მოძრაობდა“, ავტომობილით 13 ავღანელი მიგრანტი გადაჰყავდა, რომლებსაც საბერძნეთში ლეგალურად ყოფნისთვის საჭირო დოკუმენტაცია არ გააჩნდათ.

სამართალდამცავების განცხადებით, მძღოლმა პოლიციას დაკავებისას წინააღმდეგობა გაუწია.

მიგრანტების არალეგალურად გადაყვანასთან ერთად, დაკავებულს ბრალად სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, საგზაო წესების დარღვევა და თაღლითობა ედება.

მსგავსი პოსტები

Back to top button