საბერძნეთის უარი დათა ახალაიას ექსტრადიციაზე
საქართველოს მთავარი პროკურატურა აცხადებს, რომ მისთვის უცნობია გარემოებები, რომლებიც მხედველობაში მიიღო საბერძნეთის რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ დათა ახალაიას საქართველოში ექსტრადიციის დაუშვებლობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დროს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი საქართველოს პროკურატურის მიერ ბრალდებულია რამდენიმე გახმაურებული, მათ შორის სანდრო გირგვილიანის გარდაცვალების და ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე.
2015 წლის 24 აპრილს საბერძნეთის რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა პატრას სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დავით ახალაიას საქართველოში ექსტრადიციის დაუშვებლობის შესახებ.