საბერძნეთში ექს-პრემიერ ციპრასის პარტიამ გაიმარჯვა
საბერძნეთში, სადაც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს, საარჩევნო უბნები უკვე დაიკეტა.
ეგზიტ-პოლის პირველი მონაცემების თანახმად, ექს-პრემიერ ციპრასის მემარცხენე კოალიცია – სირიზამ ხმათა უმრავლესობა (30-34%) დააგროვა.
მეორე ადგილზე ვანგელის მაიმარაკისის მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია – ახალი დემოკრატია (28,5-32,5%) გავიდა.
შეგახსენებთ, 20 აგვისტოს, ციპრასი გადადგა და საბერძნეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა.