საბერძნეთთან 21 მიგრანტი დაიხრჩო

ეგეოსის ზღვაში, საბერძნეთის სანაპიროსთან, მიგრანტებით დატვირთული 2 გემი ჩაიძრა.

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, 21 ადამიანი ზღვაში დაიხრჩო. სანაპირო დაცვამ 26 ლტოლვილის გადარჩენა მოახერხა. სამძებრო სამუშაოები ამჟამადაც გრძელდება.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, მიმდინარე წლის დასაწყისიდან ევროპაში ხმელთაშუა ზღვით 704 ათასი ლტოლვილი ჩავიდა. 560 ათასი მიგრანტი საბერძნეთმა მიიღო, იტალიამ კი 139,5 ათასი ადამიანი. წლის დასაწყისიდან, საბერძნეთის სანაპიროსთან, ევროპაში თავშესაფრის მაძიებელი 3,2 ათასი მიგრანტი დაიხრჩო.

მსგავსი პოსტები

Back to top button