საბრძნეთმა ვალი გადახდის ვადაში არ დაფარა
საბერძნეთმა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ვალი – 1,5 მილიარდი ევრო, დანიშნულ ვადაში არ დაფარა, – განაცხადა ფონდის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯერი რაისმა.
ათენმა ვალის გადავადება მოითხოვა, მაგრამ სავალუტო ფონდში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ დაფინანსების გაგრძელება, შესაძლებელი მხოლოდ ვალის გადახდის შემდეგ იქნება. ამრიგად, საბერძნეთის დახმარების მეორე პროგრამა 1 ივლისს დასრულდა.
ახლა, ათენი ფულის გადახდის გადავადებას, ნოემბრამდე ითხოვს.
2015 წლის 1 აპრილის მონაცემებით, საბერძნეთის საგარეო ვალის საერთო თანხა 312,7 მილიონ ევროს შეადგენს. ვალის მნიშვნელოვანი ნაწილი – 184 მილიარდი ევრო, ევროზონის ქვეყნების ევროპული სტაბილობის ფონდს ეკუთვნის. აგრეთვე, საბერძნეთს ევროპის ცენტრალური ბანკის ვალი – 27 მილიარდი და საერთაშორისო სავალუტო ფონდის – 21 მილიარდი ევრო მართებს.