მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრად რჩება ბახმუტი, ბელოგოროვკა, ავდეევკა და მარინკა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში თავდაცვის ძალებმა რუსეთის საოკუპაციო ჯარების 80-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის და მარინკის მიმართულებებით. გენშტაბის მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრად რჩება ბახმუტი, ბელოგოროვკა, ავდეევკა და მარინკა.

უკრაინის არმიის სარდლობის განცხადების მიხედვით, ყველაზე რთული ვითარება კვლავ ბახმუტშია. რუსეთის ძალები ქალაქზე შტურმს განაგრძობენ. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში ბახმუტში მოგერიებულია 22 შეტევა.

რუსული წყაროების მტკიცებით, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერმა“ წინ წაიწია ბახმუტის ცენტრში, ქალაქის მერიისა და ბაზრის რაიონში.

რუსეთის რეგულარული არმიის ქვედანაყოფები და კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერი” რვა თვეა ცდილობენ დაიპყრონ დონეცკის ოლქის ქალაქი ბახმუტი, რომლის ფართობი დაახლოებით 42კმ²-ია. ომის დაწყებამდე ბახმუტში 72 000 ადამიანი ცხოვრობდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 2022 წლის 24 თებერვლიდან ამ წლის 31 მარტამდე პერიოდს.

უწყება ამბობს, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში დამატებით 460 რუსი სამხედრო მოკლეს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:

ჯარისკაცი – დაახლოებით 173 360
​ტანკი – 3 615
ჯავშანტექნიკა – 6 977
საარტილერიო სისტემა – 2 675
სარაკეტო სისტემა – 526
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 278
თვითმფრინავები – 306
ვერტმფრენი – 291
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 2 248
საკრუიზო რაკეტები – 911
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 5 521
გემი/ნავი/კატარღა – 18
​ სპეციალური აღჭურვილობა – 294.

მსგავსი პოსტები

Back to top button