საბუთები უსამა ბენ ლადენის არქივიდან
აშშ-ს სახელმწიფო დაზვერვის სამსახურმა, უსამა ბენ ლადენის არქივიდან, საბუთები გამოაქვეყნა.
დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ დაჯგუფება „ალ-ქაიდა“, ახლადმოქცეული მუსულმანების, რუსეთიდან გადმობირებას აწარმოებდა.
ბენ ლადენისადმი მიმართულ წერილებში, რომელსაც ხელს აწერს ვინმე მაჰმუდი, აღნიშნულია, რომ რუსეთის მოქალაქეების გადმობირება იემენის ისლამურ უნივერსიტეტ „ალ-იმან“-ში ხდებოდა.
რეკრუტირებით, უნივერსიტეტის დამფუძნებელი, ისლამურ-რადიკალური მქადაგებელი, აბდულ მიჯიდ აზ-ზინდანი იყო დაკავებული.
წერილის ავტორი კრიტიკულად არის განწყობილი აზ-ზინდანის მიმართ, მაგრამ აღნიშნავს, რომ უნივერსიტეტის თავკაცმა, უზარმაზარი წვლილი შეიტანა „ჯიჰადის გზაზე“ ხალხის მოქცევაში.