წნორში 44 წლის მამაკაცი დააკავეს [Audio]
შსს-ს სიღნაღის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წნორში, აღმაშენებლის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით 44 წლის მამაკაცი დააკავეს.
“ჩხრეკისას 392 საბრძოლო ვაზნა, “ა-კა-74”-ის ტიპის არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი 3 მჭიდით, “ერ-გე-დე”-ს ტიპის ტანკსაწინააღმდეგო 1 ხელყუმბარა ამფეთქი ფალიით და მსხვრევადი ხელყუმბარის 1 ფალია ამოიღეს. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს”, – განაცხადა დეტექტივ გამომძიებელმა გიორგი კლიმიაშვილმა.