რეგიონისაქართველოსიახლეები

საჩხერეში მამაკაცი კოვიდ 19-ით მეორედ დაინფიცირდა

საჩხრეში მამაკაცი ახალი კორონავირუსით მეორედ დაინფიცირდა. საჩხერის სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელის, მიხეილ ქამუშაძის თქმით, ინფიცირებულმა მამაკაცმა კოვიდ-19 რამდენიმე კვირის წინ დაამარცხა. თუმცა, გაწერის შემდეგ ის თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

მას შემდეგ, რაც მამაკაცს კორონავირუსის სიპტომები ხელახლა გამოუვლინდა, მისი ბიოლოგიური ნიმუში ქუთაისის ლაბორატორამ შეისწავლა. პასუხი კორონავირუსის ტესტზე დადებითი აღმოჩნდა.

პაციენტი კლინიკაში, განმეორებით, ექვსი დღის წინ, საკარანტინე სივრციდან შეიყვანეს.

ქამუშაძის თქმით, მისი ჯამრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ახალგაზრდა მამაკაცი თავდაპირველად, საირმის საკარანტინე სივრცეში იყო მოთავსებული. მას უცხოეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.

მსგავსი პოსტები

Back to top button