მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთი ოკუპირებულ ხერსონში, სავარაუდოდ, ფსევდორეფერენდუმს გამართავს

ომის დაწყებიდან უკრაინელებმა 35 970 რუსი სამხედროს განეიტრალება შეძლეს

ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი ოკუპირებულ ხერსონში, სავარაუდოდ, ფსევდორეფერენდუმს გამართავს, რათა კონტროლის ლეგიტიმაცია სცადოს. ამის შესახებ 3 ივლისის მიმოხილვაშია ნათქვამი.

ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ხერსონის რეგიონში ოკუპაციის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი შეიარაღებული და მშვიდობიანი წინააღმდეგობა გრძელდება.

„ხერსონის ოლქი 2022 წლის თებერვლიდან სრულად იმყოფება რუსეთის ოკუპაციის ქვეშ და ოკუპაციის გამართლების ერთგვარი „კონსტიტუციური“ გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, რუსეთის პრიორიტეტული პოლიტიკური მიზანი იქნება. დიდი ალბათობით, რუსეთის ფედერაცია მიმართავს გაყალბებული კენჭისყრის გზას, რათა უზრუნველყოს მისთვის მისაღები შედეგი“, – აღნიშნულია მიმოხილვაში.

დაზვერვა მიიჩნევს, რომ 28 ივნისს, ხერსონის მერის იგორ კოლიხაევის დაკავება, წინააღმდეგობის ჩახშობის მცდელობაა.
გარდა ამისა ომის დაწყებიდან უკრაინელებმა 35 970 რუსი სამხედროს განეიტრალება შეძლეს . ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 3 ივლისამდე პერიოდს.

უწყების ცნობით, უკრაინულმა მხარემ რუსული ძალების სხვადასხვა სახის ტექნიკა გაანადგურა.

„უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს:

➡1584 ტანკი

➡3744 ჯავშანტექნიკა

➡801 საარტილერიო სისტემა,

➡246 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა

➡105 საჰაერო თავდაცვის სისტემა

➡217 საბრძოლო თვითმფრინავი

➡187 ვერტმფრენი

➡654 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი,

➡15 გემი/ნავი

➡2618 სხვადასხვა ავტომობილი და ტანკერი

➡64 ერთეული სპეცტექნიკა

➡144 ფრთოსანი რაკეტა”, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button