მნიშვნელოვანიპოლიტიკასიახლეები

„სადამდეც შესაძლებელი იყო ვაკეთებდი, სადაც შეუძლებელი გახდა წამოვედი“

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია რეგიონებში ოფისების გახსნას და მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. მან „ქართული ოცნებიდან“ წასვლის მიზეზზე ისაუბრა.

„ბევრს ლეგიტიმური კითხვა ექნება, რომ იქ არ იყავიო და გაგეკეთებინაო. რაც შესაძლებელი იყო და სადამდეც შესაძლებელი იყო, მანამდე ვაკეთებდი, სადაც შეუძლებელი გახდა,კი წამოვედი“, – ამბობს გახარია.

გახარიას თქმით, აპირებს, ყველას ანახოს, რას ნიშნავს, კეთილსინდისიერად ემსახურო ქვეყანას.

„პატარაა ეს ქვეყანა და შესაძლებელია ეს ყველაფერი. უბრალოდ ამას სჭირდება ღირსება, კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი და არა ომი ჩხუბი და ლანძღვა – შრომა სჭირდება. ამ ცირკში როდის იყო ვინმეს რამე აუშენებია – ვერ ააშენებ. ამიტომ ჩვენ მოწოდებული ვარ ახლა მაქსიმალურად მოვახდინოთ ძალების მობილიზება ჯერ მუნიციპალურ არჩევნებში, შემდგომ საპარლამენტო არჩევნებში და უბრალოდ, ვანახოთ ყველას, რას ნიშნავს კეთილსინდისიერად ემსახურო ქვეყანას, ხალხს და სახელმწიფოს. ეს გაგვიკეთებია, შეგვიძლია და გავაკეთებთ კიდევაც“, – განაცხადა გახარიამ.

მსგავსი პოსტები

Back to top button