“სადაც არ იყო დაზღვეული ჩვენ კომპენსაციას ვერ გავცემთ” [Audio]

მოსავალი სადაც არ იყო დაზღვეული ჩვენ კომპენსაციას ვერ გავცემთ – ეს განცხადება რადიო “ჰერეთთან” სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ გააკეთა.
დანელიას თქმით, წინასწარი ინფორმაციით რეგიონში 1500-დან 2000 ჰექტრამდე მხოლოდ ვენახია დაზიანებული.
მინისტრი ამბობს, რომ ზარალი მოსახლეობის მხოლოდ იმ ნაწილს აუნაზღაურდება, ვისაც მოსავალი დაზღვეული ჰქონდა.
ოთარ დანელია – ხმა