“საეჭვო პრემიები და შესაძლო კორუფცია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში”
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2016/02/zaza_khatiashvili.jpg)
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხუთ არამოსამართლე წევრზე 2015 წელს 117 ათას 500 ლარის ოდენობის პრემია გაიცა, ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ავრცელებს.
ზაზა ხატიშვილის აზრით პრემიები, არამოსამართლე წევრებმა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ, საბჭოს მოქმედი მდივნის ლევან მურუსიძის დანიშვნის გამო მიიღეს.
ხატიაშვილი დარწმუნებულია, რომ მოხდა კორუფციული გარიგება და ეს ფაქტი უნდა გამოიძიონ სამართალდამცავებმა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ ზაზა ხატიაშვილი იუსტიციის საბჭოს დისკრედიტაციას ცდილობს.