მნიშვნელოვანისიახლეები

საერთაშორისო გამოხმაურებები სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით

აშშ-ს ელჩი, კელი დეგნანი აცხადებს, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ყველა სათანადო მკურნალობა და ზრუნვა უნდა მიიღოს. მისივე თქმით, გაუგებარია, რომ არ ხდება ზომების მიღება.
მას უნდა მიეცეს მკურნალობის საშუალება და უნდა შესრულდეს ის რეკომენდაციები, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გაიცა იმიტომ, რომ გაუგებარია, რატომ არ ხდება ამ ზომების მიღება”, – ამბობს დეგნანი.
საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მდგომარეობით დაინტერესებულია მათი ქვეყანა.- კელი დეგნანი

მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც და საქართველოს მთავრობას მოუწოდა, გაითვალისწინონ ომბუდსმენის რეკომენდაციები და უმკურნალონ მას “ღირსეულად და სამართლიანად”.
სახდეპი თავის განცხადებაში აღნიშნავს იმასაც, რომ მიხეილ სააკაშვილს საკუთარ სასამართლო სხდომებზე დასწრების შესაძლებლობა უნდა მიეცეს. -აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებულია უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებით, რომელიც იმყოფება საქართველოში, გლდანის №18-ე სასჯელაღსრულების დაწესებულების საავადმყოფოში.
უკრაინული მხარე კვლავ მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის სათანადო სამედიცინო დახმარება, კერძოდ გადაუდებელი დახმარებისთვის მულტიდისციპლინურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანოს.
საქართველოში უკრაინის საელჩოს დიპლომატები დღეს მიხეილ სააკაშვილთან მოსანახულებლად, იურისტებთან და უფლებადამცველებთან თანამშრომლობის, ნათესავებთან რეგულარული კონტაქტის დამყარების მოთხოვნის დამტკიცებას ელოდებიან.-უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო

ის, რაც ვიხილეთ ბოლო 24 საათში, არის კიდევ ერთი შეხსენება, რომ მნიშვნელოვანია, ფოკუსირება მოხდეს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რაც არის ევროკავშირისთვის შეშფოთების მიზეზი, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.
ჰარცელის თქმით, ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს სახალხო დამცველის მუშაობას, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის საქმის მონიტორინგთან დაკავშირებით მის როლს.-კარლ ჰარცელი

მსგავსი პოსტები

Back to top button