საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინი და შეფასებები
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოში , საქართველოს სარჩელის განხილვა დაიწყო. სტრასბურგში სარჩელი ქართულმა მხარემ, რუსეთის წინააღმდეგ, ევროპის კონვენციის რვა მუხლის დარღვევის გამო შეიტანა.
სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინი აქვთ ოპოზიციაში. პოლიტიკოსები, რომლებიც 2008 წელს ხელისუფლებაში იყვნენ ამობენ, რომ მათ მიერ შეტანილი სარჩელი გამართულია და ადეკვატურ განაჩენს ელოდებიან.
“ჩვენი სარჩელი იყო როგორც იურიდიულად, ასევე მორალურად გამართული და იმედი მაქვს, სასამართლო შესაბამის, სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს. ჩვენი პოზიციები ძალიან ძლიერია, მაგრამ საკითხავია, რამდენად მოახერხა ამ წლებში ხელისუფლებამ, ჩვენი ინტერესები დაეცვა, რადგან მასში შედიან პირები, რომლებიც ამბობდნენ, რომ ომი საქართველომ დაიწყო”, – ამბობს სალომე სამადაშვილი, ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი.
ევროპულ სასამართლოში საქართველოს სარჩელის განხილვის პროცესს სოციალურ ქსელში ეხმაურება პარტია “ლელოს” წევრი, ანა ნაცვლიშვილი
„რა გადაწყვეტილებაც არ უნდა გამოიტანოს დღეს სტრასბურგის სასამართლომ, იმედი მაქვს, რომ ეს იქნება გაერთიანების და არა დაყოფის დღე!
დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა – სტრასბურგის სასამართლომ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის გამო საქართველოს საჩივარზე რუსეთის მიერ ჩადენილ უმძიმეს დარღვევებზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.
ამ გადაწყვეტილებას დიდი მნიშვნელობა და გავლენა ექნება საქართველოს საერთაშორისო პოზიციონირებაზე, ასევე დეოკუპაციის პოლიტიკაზე.
ამ საქმეზე მუშაობა 2008 წელსვე დაიწყო. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა გამოიტანოს დღეს სასამართლომ, იმედი მაქვს, რომ ეს იქნება გაერთიანების და არა დაყოფის დღე. თუ ჩვენთვის ძლიერ გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, ამას მხოლოდ მოქმედი ხელისუფლება არ მიიწერს და თუ არ იქნება სათანადოდ ძლიერი გადაწყვეტილება ჩვენთვის, მხოლოდ წინა ხელისუფლებას არ დაბრალდება.
ამ საქმეზე ბევრი საჯარო მოხელე მუშაობდა წლები, ომის დროს ჩადენილ დანაშაულების დოკუმენტირებასა და ადვოკატირებაზე არასამთავრობო სექტორი, მედია. ეს ყველას ბრძოლაა. ეს ბრძოლა დღეს არ დასრულდება, მაგრამ იმედი მაქვს, დღევანდელი დღე მნიშვნელოვან გარდატეხას შეიტანს ამ ბრძოლაში.“-წერს ენა ნაცვლიშვილი
მმართველ პარტიაში კი ამბობენ, რომ 2013 წლიდან საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან დიდი შრომა გასწია.
“ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ 2013 წლიდან საქართველოს ხელისუფლებამ დიდი მუშაონა გასწია, რომ გვქონდეს მოლოდინი, სტრასბურგის სასამაღთლოს გადაწყვეტილება იქნება ობიექტური”, – ამბობს ირაკლი ბერაია ქართული ოცნებიდან, ერთპარტიული პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე.
სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე დიდწილად იქნება დამოკიდებული ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებაც, რომელსაც ასევე, დაწყებული აქვს საქმის გამოძიება.