მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

საგანგებო მდგომარეობა დღეს, 00:00 საათზე სრულდება

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი 22 მაისის ჩათვლითაა ძალაში და დღეს, 23 მაისის 00:00 საათიდან მოიხსნება.

კომენდანტის საათი 21:00 საათიდან 06:00 საათამდე პერიოდში ვრცელდებოდა. შესაბამისად, დღეს, 00:00 საათამდე, შეზღუდვები კვლავ ძალაშია. ხოლო 23 მაისის დადგომისთანავე, აღარ იმოქმედებს.

საგანგებო მდგომარეობა საქართველოში 21 მარტს ამოქმედდა.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის გაუქმების შესახებ პრემიერ-მინისტრმა გუშინ, 21 მაისს განაცხადა.

მსგავსი პოსტები

Back to top button