საქართველოსიახლეები

საგანგებო შეზღუდვების დარღვევის 79 ახალი ფაქტი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გასულ ღამეს ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის კიდევ 74 ადამიანი დააჯარიმეს. უწყების ცნობით, ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმისა და ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის, 79 მოქალაქე დაჯარიმდა.

შსს-ს ინფორმაციით, მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევისთვის, – 4, თვითიზოლაციის წესის დარღვევისთვის კი, 1 მოქალაქე დააჯარიმეს.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 3 000, იურიდიული პირი კი, 15 000 ლარით ჯარიმდება.

ქვეყანაში ე.წ. კომენდანტის საათი 31 მარტიდან მოქმედებს. პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, შეზღუდვა 23 მაისიდან, საგანგებო მდგომარეობის მოხსნის შემდეგ გაუქმდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button