მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

საგარეჯოში კუსტარულად მოწყობილი ნახშირის გამოსაწვავები აღმოაჩინეს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში კუსტარულად მოწყობილი ნახშირის გამოსაწვავები აღმოაჩინეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დაურეგისტრირებელ საწვავ ორმოებს, სოფელ გიორგიწმინდას მიმდებარედ მიაგნეს.

უნებართვო გამოსაწვავები, სადაც ნახშირის წვა ხდებოდა, ადგილობრივ მცხოვრებლებს ჰქონდათ მოწყობილი. უწყებაში განმარტავენ, რომ ნახშირის წვის დროს გამოყოფილი ნივთიერება ადამიანისათვის საფრთხის შემცველია.

,, ნახშირის უკანონოდ დამზადება განსაკუთრებით სახიფათოა ადამიანის ჯანმრთელობისათვის და ამავდროულად, ზიანს აყენებს გარემოს. ასეთ დროს, ჰაერში ნივთიერება ჩO ვრცელდება, რაც ძლიერი საწამლავია. უნებართვო გამოსაწვავები ადგილობრივებს ჰქონდათ მოწყობილი და არ ფლობდნენ ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის ტექნიკური ანგარიშს, რასაც კანონი პირდაპირ ითხოვს”- განაცხადეს დეპარტამენტში.

გამოვლენილ კანონდარღვევებზე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა, შესაბამისი დოკუმენტაცია უკვე შეადგინეს.

უნებართვო ნახშირის გამოსაწვავების მფლობელების მიმართ სანქციების გამოყენებაზე, სასამართლო იმსჯელებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button