სპორტი

უკვე მე-14-ედ: პსჟ საფრანგეთის თასის მფლობელია

საფრანგეთის თასის ფინალში მონაკომ პსჟ-ს უმასპინძლა და ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

სტუმრებმა პირველი გოლი მე-19 წუთზე, კილიან მბაპეს პასის შედეგად გაიტანეს. აქ იკარდმა იყოჩაღა და ანგარიში გახსნა.

მაურისიო პოჩეტინოს აღზრდილებმა მეორე ტაიმშიც გამოიჩინეს თავი და ახლა თავად მბაპემ, სეზონში თავის მე-7 გოლი გაიტანა.

აღსანისშნავია, რომ პსჟ სათასო ტურნირებში საფრანგეთის რეკორდსმენია. მან მე-14-ედ მოიპოვა ქვეყნის თასი. 2015 წლიდან დღემდე კი მსოლოდ 2019 წელი გამოტოვა და ისიც ფინალამდე იყო მისული.

მსგავსი პოსტები

Back to top button