მნიშვნელოვანიმოზაიკა

ყველაზე უჩვეულო საკონცერტო ლოკაციები

ტურისტულ ქალაქებსა და ცნობილ ფესტივალებზე გამოსვლის შემდეგ, ზოგიერთ მუსიკოსს სურვილი უჩნდება, კონცერტის ჩასატარებლად უჩვეულო და ჯერაც აუთვისებელი ლოკაციები შეარჩიოს. ზოგ ასეთ კონცერტს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, ზოგი კი უბრალოდ გიჟური იდეის განხორციელებაა.

@Tom Foreman

წარმოიდგინეთ შესაფერისი გარემო კლასიკური ნაწარმოების შემსრულებლისთვის – მდიდრული საკონცერტო დარბაზი, მსმენელთა აპლოდისმენტები და იდეალური აკუსტიკა? კიდევ ერთხელ დაფიქრდით, იქნებ უფრო შესაფერისი ანტურაჟი ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის დინების და დროდადრო ჩამოშლილი ყინულოვანი მასის ხმაა?

პიანისტ ლუდოვიკო ეინაუდის გზავნილია, არქტიკა ადამიანთა მავნე ზემოქმედებისგან დავიცვათ.

by Matthew Field

ჩაყვებოდით თქვენს საყვარელ ბენდს 700 მეტრზე მიწის ქვეშ? თუ კლაუსტორფობია ან ბატოფობია გაწუხებთ, ალბათ არა. თუმცა, არც Queens of the Stone Age-ის წევრებისთვის იქნებოდა სანდერშოუენის მარილის შახტაში დაკვრა ადვილი – ამ ადგილის აკუსტიკა უმართავია და ხმის კონტროლიც ძალიან გაძნებლებოდა.

ამ ფორმით, ბენდმა ადგილობრივ მეშახტეებს გამოუცხადა პატივისცემა.

ბრიტანეთში მოღვაწე, ცნობილი ქართველი მომღერალი ქეთი მელუა წყლის ქვეშ ჩატარებული კონცერტით, 2006 წელს ,,გინესის რეკორდების წიგნში“ მოხვდა. მუსიკოსი მსმენელის წინაშე, ზღვის დონიდან ყველაზე ღრმად (302 მ), ნორვეგიის ზღვაში მდებარე გაზის ჭაბურღილზე, ერთსაათიანი პროგრამით წარსდგა.

The Documentary Film

კონცერტისთვის მომღერალმა რთული მოსამზადებელი პერიოდი გაიარა.

2013 წელს, Metallica მსოფლიოში პირველი ჯგუფი გახდა, რომელმაც კონცერტებით ყველა კონტინენტი მოიარა. ამისთვის ამერიკულ ჯგუფს ანტარქტიდაზე სტუმრობაც დასჭირდა. კონცერტზე მისული 120 ადამიანისთვის უჩვეულო მხოლოდ ლოკაცია არ ყოფილა – ადგილზე ხმის ტრადიციული გამაძლიერებლების გამოყენება არ შეიძლებოდა, რის გამოც, მსმენელს კონცერტის მოსმენა ყურსასმენებით მოუხდა.

By: blabbermouth.net

ბრიტანულმა ბენდმა Jamiroquai 2007 წელს, თვითმფრინავის ბორტზე გამართული კონცერტით, მსოფლიო რეკორდი დაამყარა, 200-მა ,,იღბლიანი მგზავრებმა“ კი 35 000 ფუტის სიმაღლეზე, მიუნხენიდან ათენში მიმავალ ბოინგ 757-ში საყვარელი სიმღერები ცოცხალი შესრულებით მოისმინა. სცენისა და განათების დასამონტაჟებლად, თვითმფრინავს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა, თუმცა სივრცე იმდენად პატარა იყო, რომ ჯგუფმა, თავისი ჰიტების შემოკლებული ვერსიები შეასრულა.

By: Tucker Cummings Miller

ქანთრის შემსრულებელი Eric Church ერთ-ერთი პირველი ხელოვანი იყო, რომელმაც კონცერტის გასამართად ვირტუალური რეალობა შეარჩია. თუ კონცერტზე არ ყოფილხართ, ნუ იდარდებთ, https://www.vantage.tv/-ზე შესულ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, თავი შოუს მონაწილედ იგრძნოს.

By Amanda St. Amand

2010 წელს, ბრიტანულმა პანკ-ჯგუფმა The King Blues გადაწყვიტა, პირველი და ალბათ უკანასკნელი ყოფილიყო, ვინც კონცერტს საკანალიზაციო სისტემაში გამართავდა. კანალიზაციის მილში გამართული ,,სუნიანი კონცერტის“ შემდეგ, ჯგუფის კარიერა დიდხანს აღარ გაგრძელებულა.

By: nme.com

კარიერი, სადაც წლების წინ ნავთობს მოიპოვებდნენ, ნორვეგიელმა მომღერალმა Sissel’s საკონცერტო სივრცედ აქცია.

by xnynv

კამბერლენდის გამოქვაბული, ქანთრი მუსიკისთვის ძალიან საინტერესო ლოკაცია აღმოჩნდა.

(Photo: Michael Weintrob)

Old Crow Medicine Show, სიმღერით  – ,,Carry Me Back”

ყოველწლიური ფესტივალი ამერიკაში, მიტოვებული ქარხნის მონუმენტური რკინის კონსტრუქციების ფონზე. ადგილი, სადაც წლების წინ ფოლადს მოიპოვებდნენ, დღეს Musikfest-ის მუდმივი ლოკაციაა.

BY: MOUNTAINPRODUCTIONS

Last but not least

Photograph: Hans-Peter van Velthoven

კონცერტი, რომელიც უჩვეულო საკონცერტო ლოკაციების ჩამონათვალს აგვირგვინებს, ჯერ არ გამართულა, თუმცა ბრიტანული როკ-ბენდი Muse უკვე დიდი ხანია კოსმოსში დაკვრაზე ოცნებობს. The Sun-თან ინტერვიუში, ვოკალისტმა მეთიუ ბელამმა განაცხადა, რომ მომავალ მოგზაურობასთან დაკავშირებით, ჯგუფი უკვე დაუკავშირდა Virgin Galactic-ს.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button