მნიშვნელოვანი

,,საგზაო უსაფთხოების სტანდარტების მხრივ, პატარა ქალაქებში სავალალო მდგომარეობაა“

ფონდ პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის დირექტორის, ირაკლი იზორიას განცხადებით, ბოლო წლებში, საქართველოს რეგიონებში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები გახშირდა, თუმცა უშუალოდ საგზაო უსაფრთხოებისკენ მიმართული ინფრასტრუქტურის დანერგვა პრობლემად რჩება.

როგორც ირაკლი იზორიამ რადიო ,,თბილისის“ ეთერში, თოქ-შოუ ,,აქტიურ დროში“ განაცხადა, ამ მხრივ, სასკოლო და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები სუსტ წერტილებად რჩება.

ორგანიზაციის რეკომენდაციაა, ინფრასტრუქტურული ჩარევების დროს, პირველ რიგში პროექტის აუდიტი ჩატარდეს და მხოლოდ შემდეგ დაიწყოს სამშენებლო სამუშაოები, რომელსაც ასევე მუდმივი მონიტორინგი უნდა ჩაუტარდეს.

მოისმინეთ ირაკლი იზორიას ხმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button