“საია” პაპიძის საქმის მასალების გასაჯაროებას აკრიტიკებს

საია პროკურატურის მიერ მაგდა პაპიძის საქმესთან დაკავშირებული მასალების გასაჯაროების ფაქტს აკრიტიკებს.

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” შეფასებით, გამოქვეყნებული მტკიცებულებები აზიანებს ბრალდებულის უფლებრივ მდგომარეობას და საფრთხეს უქმნის სისხლის სამართლის საქმის მიმდინარეობას.

გამოძიებას უნდობლობას უცხადებს პაპიძის ოჯახიც. ბრალდებულის დის განცხადებით, ოჯახი სპეციალურ ექსპერტიზას მოითხოვს, რათა ე.წ. დღიურში გაკეთებული ჩანაწერის კალიგრაფიული შემოწმება მოხდეს.

პროკურატურამ შუალედური ანგარიში გუშინ გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, ქმარ-შვილის მკვლელობისთვის დაკავებულის ბრალეულობა დგინდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button