საიას კვლევა Check in Georgia-ს პროექტებზე და მიხეილ გიორგაძის პასუხი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, 2017 წლის 20 ივლისს, კვლევის – „Check in Georgia” 2016 – პროექტის უცნობი დეტალები“ პრეზენტაცია გამართა.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილ დოკუმენტში დეტალურად არის განხილული 2016 წელს, „Check in Georgia”-ს მიმდინარეობის დროს, სამ მსხვილ ღონისძიებაზე საქართველოს ფარგლებს გარეთ გაყიდული ბილეთების რაოდენება და ძირითად ტენდენციები. საიას მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანხმად, 2016 წელს, „Check in Georgia”-ს, სამ მსხვილ ღონისძიებაზე – ეროს რამაზოტი, რობი უილიამსი და Maroon 5, ინტერნეტის საშუალებით სულ 56,596 ბილეთი გაიყიდა.

აღნიშნული რაოდენობიდან – 2958 ბილეთის შესყიდვა საქართველოს ფარგლებს გარეთ, მსოფლიო 49 ქვეყნიდან მოხდა, რაც ინტერნეტით გაყიდული ბილეთების 5,23% შეადგენს მხოლოდ. შესაბამისად, როგორც ასოციაციაში აცხადებენ, პროექტის ავტორების მოსაზრება, რომ „Check in Georgia” უცხოელი ტურისტების ზრდას შეუწყობდა ხელს, არ გამართლდა.

“საია-ს კომპეტენციაში არ მინდა შევიტანო ეჭვი, მაგრამ ვეჭვობ იმას, რომ გარკვეულწილად ეს უკვე პირად დამოკიდებულებაში გადავიდა საია-ს მხრიდან და რაღაც ჩასაფრების რეჟიმში მოქმედებენ”, – ასე გამოეხმაურა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ჩატარებულ ბრიფინგს და მათ მიერ გამოქვეყნებული კვლევების შედეგებს.
მიხეილ გიორგაძის განცხადებით, მისთვის საია-ს პოზიცია გაუგებარია, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წევრებმა ამ თემასთან დაკავშირებული სამი სარჩელი სასამართლოდან უკვე გაიტანეს.

კულტურის მინისტრის თქმით, Check in Georgia-ს პროექტების შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა.

მსგავსი პოსტები

Back to top button