მნიშვნელოვანირეგიონი

საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები მიმდინარეობს

საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები მიმდინარეობს.
არჩევნებში პედაგოგები და სკოლების მოსწავლეების მშობლები მონაწილეობენ.
თელავის მერვე საჯარო სკოლის დირექტორი, ნინო ჯავახიშვილი ამბობს, რომ სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოს არჩევნებში მშობლების აქტიურობა მაღალია.

” დილიდანვე მოდიან მშობლები და ხმას აძლევენ.მიხარია ეს ინტერესი, რადგან საბჭო მნიშვნელოვანი ორგანოა და მშობლების ჩართულობა ყოველთვის უნდა იყოს, მითუმეტეს, რომ ამ ორგანოში მშობლებიც შედიან და სასკოლო ცხოვრება მათ თვალწინ მიმდინარეობს”- განაცხადა ჯავახიშვილმა.

” უკვე მეორედ მომიწია სამეურვეო საბჭოს არჩევნებში მონაწილეობა. სწორია, რომ მშობელი ჩართულია. მინდა ვიცოდე, რა ხდება სკოლაში და როგორ წყდება მნიშვნელოვანი საკითხები”- განაცხადა რადიო ჰერეთთან, ერთ- ერთმა მშობელმა.
საბჭოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია 8 ივნისიდან დაიწყო და 14 ივნისის ჩათვლით გაგრძელდა.
სამეურვეო საბჭოს შემადგენლობაში, მასწავლებლები, მოსწავლეთა მშობლები და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ არჩეული წარმომადგენელი შედიან.

სკოლები სამეურვეო საბჭოში თანაბარი რაოდენობით, არანაკლებ 3-3 და არაუმეტეს 6-6 მშობელსა და პედაგოგს ირჩევენ.
სამეურვეო საბჭოში მასწავლებლები და მოსწავლეთა მშობლები 3 წლის ვადით აირჩევიან.
პირველი არჩევნები საჯარო სკოლებში , 2006 წელს ჩატარდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button